საკონტაქტო ინფორმაცია

შ.პ.ს.  ჯიპ-რენტი
ერეკლე ტატიშვილის ქუჩა №19
I სართული, ოფისი №50
0179,თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 2106310
მობ: (995 551) 106310
Email: info@car-rent.ge

Like us on Facebook


 

VISA, MASTER CARD

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები
რა საბუთები მჭირდება მანქანის ქირაობისთვის?
მძღოლი, რომელიც ქირაობს მანქანას უნდა წარმოადგინოს მძღოლის მოწმობა და პასპორტი/პირადობის მოწმობა.
რა უნდა იყოს დამქირავებლის მინიმუმი ასაკი?
”დამქირავებელ”-ის ასაკი განისაზღვრება მინიმუმ 23 წელი, მაქსიმუმ 75 წელი.
რა ტიპის დაზღვევას სთავაზობს შ.პ.ს. ჯიპ-რენტი?
კომპანიის ყველა ავტომობილი დაზღვეულია, მათ შორის მგზავრებიც(5მგზავრი), თვითოეული $2000 ოდენობით. დაზღვევა ითვალისწინებს (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, მატერიალური და ფიზიკური ზარალის მიყენებას უცხო პირის მიერ,აგრეთვე მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს, ქურდობას, ყაჩაღობას, ძარცვას), რომლის დადგომის დროსაც ”დამქირავებელ”-მა დაუყონებლივ უნდა აცნობოს საპატრულო პოლიციას(ტელ.#022) სადაზღვევო კომპანიასა ,კომპანია „ჯიპ-რენტ“ს და 24 საათის განმავლობაში წარმოადგინოს საპატრულო პოლიციის მიერ დადასტურებული ოქმი.
როგორია გადახდის ხერხები?
კომპანია“ჯიპ-რენტ’-ში გადახდა წარმოებს, როგორც ნაღდი აგრეთვევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე გადასახდელად მიიღება Visa, MasterCard; American Express-ის პლასტიკური ბარათები. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის კურსით.
ითხოვთ თუ არა დეპოზიტს?
”დამქირავებელი” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე კომპანია ”ჯიპ-რენტ”-ს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი საზღაური და ასევე სადაზღვევო ფრანშიზა 150 EUR ოდენობით, რომელიც უბრუნდება ”დამქირავებელ”-ს ავტომობილის ჩაბარების დროს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას.
არის რამე დაფარული ხარჯები?
მოცემულ ფასში შედის: სრული დაზღვევა, ულიმიტო კილომეტრაჟი და დღგ. არანაირი დაფარული ხარჯები.
მანქანის წაყვანის დროს, იქნება თუ არა მისი ავზი საწვავით დატვირთული?
მანქანის წაყვანის დროს მისი ავზი იქნება სავსე საწვავით, ხოლო დაბრუნების დროს ”დაქირავებული” ვალდებულია შეავსოს მანქანის ავზი საწვავით.
რა უნდა გავაკეთო თუ შემექმნება მანქანას შეექმნა პრობლემა მოგზაურობის დროს?
მანქანია წაყვანამდე რამდენიმე წუთი დაუთმეთ მის დათვალიერებას. დარწმუნდით რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ მისი გათბობა/კონდიცირებით, განათებით, რადიოთი, შუშის ამწევით, კარის საკეტებიათ, უსაფრთხოების ღვედებით, ბენზინის ავზის გამხსნელით, სათადარიგო საბურავით. ავტომობილის მართვის დროს ამის გარკვევამ შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. არ დაელოდოთ სანამ აინთება ბენზინის ნაკლებობის ნათურა, შეავსეთ ავზი მანამდე, მითუმეტეს მაშინ თუ ზუსტად არ იცით სად არის ბენზინგასამართი სადგური. თუ მანქანას შეექმნა სხვა ტიპის პრობლემა, გთხოვთ, სასწრაფოდ დაგვირეკოთ ჩვენ, თუ საჭირო გახდება შეგიცვლით მანქანას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
როგორ უნდა მოვიქცე ავტო ავარიის შემთხვევაში, ან თუ მანქანა დაზიანდა?
ავტო ავარია ის შემთხვევაა რომელზეც ფიქრიც არ გვინდა, მითუმეტეს, მოგზაურობის დროს, თუმცა ავარია შეიძლება გამოცდილ მძღოლსაც მოუვიდეს. ავტო ავარიის შემთხვევისას, ”დაქირავებული” ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საპატრულო პოლიციას ტელ: (+995 32) 022, სადაზვევო კომპანიას ”იმედი ელ ინტერნეიშენალ”-ს, ტელ.: (+995 32) 2250088; 2251188 და ასევე შ.პ.ს. ”ჯიპ-რენტ”- ის წარმომადგენელს ტელ.: (+995 551) 106310, სხვა შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია არ დაფარავს ხარჯს.
რა შემთხვევაში არ ანაზღაურდება ზიანი?
დაზღვევა არ ანაზრაურდება იმ შემთხვევაში, თუ ”დამქირავებელ”-მა არ წარმოადგინა საპატრულო პოლიციის დადასტურებული ოქმი, იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ასევე დაზღვევა არ ანაზღაურებს საბურავების, სავალი ნაწილების, ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ხიდების დაზიანებას თუ იგი არის მძღოლის დაუდევრობით გამოწვეული ან არ არის დაკავშირებული ავტო-საგზაო შემთხვევასთან. ასეთ შემთხვევაში მატერიალური პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ”დამქირავებელ”-ს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
რამდენი საათით განისაზღვრება ავტომობილის დაქირავების დრო?
სტანდარტული ერთი დღის ფასი განისაზღვრება 24 საათით. თუ დღის დაქირავებულ დროს გადააცილებთ 120 წუთზე მეტი ხნით, ”დაქირავებულს” დაეკისრება დამატებითი დღის გადასახადი.
 
Joomla Templates by JoomlaShack